20-22 ნოემბერს ნიდერლანდების სახელმწიფოს საელჩო საქართველოსა და სომხეთში გეგმავს ჰოლანდიური კომპანიების მონაწილეობით სავაჭრო მისიას სოფლის მეურნეობის სფეროში.
ამ პერიოდში სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე წამყვანი ჰოლანდიური კომპანიები ესტუმრებიან თბილისს.
დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერ ქართულ თუ სომხურ კოპანიას შეუძლია სავაჭრო მისიაში მონაწილეობის მისაღებად შეავსოს განაცხადის ფორმა, რომლის საშუალებითაც მოხდება შესაფერის ჰოლანდიურ კომპანიებთან შეხვედრის ორგანიზება.