დაფინანსება და სუბსიდიები

Error message

  • Deprecated function: Methods with the same name as their class will not be constructors in a future version of PHP; views_display has a deprecated constructor in require_once() (line 3157 of /home/tbsc/tbsc.ge/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: Methods with the same name as their class will not be constructors in a future version of PHP; views_many_to_one_helper has a deprecated constructor in require_once() (line 113 of /home/tbsc/tbsc.ge/sites/all/modules/ctools/ctools.module).
  • Deprecated function: The each() function is deprecated. This message will be suppressed on further calls in menu_set_active_trail() (line 2394 of /home/tbsc/tbsc.ge/includes/menu.inc).

დაფინანსების მოპოვება კრიტიკული წერტილია ბიზნესის განვითარების გზაზე და კომპანიების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი ახერხებს ინვესტიციების განხორციელებას მხოლოდ თავისივე ფინანსებით. გარე დაფინანსების მიღება არ არის ადვილი საქმე, განსაკუთრებით განვითარებად ბაზრებზე. თუმცა, სწორად მომზადებულ საინვესტიციო შემოთავაზებასა და აპლიკაციას შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ფინანსების მიღების შანსები. წინა წლების განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ მრავალი საინტერესო ბიზნეს კონცეფცია, მაგრამ სამწუხაროდ ბევრმა ვერ მოახერხა ფინანსების მოზიდვა, ამის მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ იდეის ავტორებმა და პრომოუტერებმა ვერ შეძლეს ამ კონცეფციების ნათლად და კარგად წარმოჩენა და განვრცობა.

TBSC Consulting-ი ეხმარება კლიენტებს ბიზნეს კონცეფციების მიმზიდველ საინვესტიციო შეთავაზებად გადაქცევაში. ეს მიიღწევა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის დეტალური ანალიზის მეშვეობით და როგორც წესი, საინვესტიციო შეთავაზების ფორმას იძენს. უფრო მეტიც, ჩვენ ხშირად წარვუდგენთ საინვესტიციო გეგმას ინვესტორებს ჩვენი კლიენტების სახელით და ვმუშაობთ მათთან ერთად დეტალების გასარკვევად, ვპასუხობთ შეკითხვებს და ვავითარებთ შემდგომ ბიზნეს გეგმებს.   

ჩვენ ვეხმარებით ქართულ–ჰოლანდიურ ერთობლივ საწარმოებს PSI–ის სუბსიდიების მოძიებაში ჰოლანდიის მთავრობისგან. ჩვენ ასევე ვეხმარებით კლიენტებს დაფინანსების მიღებაში OPIC-ისგან (Overseas Private Investment Corporation). დაფინანსების სხვა წყაროებს წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, როგორიცაა EBRD და FMO, ასევე კერძო ინვესტორები. თუ გსურთ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ჩვენი პრაქტიკის შესახებ დაფინანსებისა და სუბსიდიების კუთხით, დაგვიკავშირდით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: TengizL@TBSC.ge.